ხოდა მერამდენედ გადავწყვიტე რომ უნდა ვწერო ხოლმე. ჩემი ერთადეთი სულიერი და ფიზიკური ხსნა ალბათ ეს იქნება:) ჩემნაირი ხალასი ადამიანისთვის უგუნებობაც კი ზედემეტია, დეპრესიაზე რომ არაფერი ვთქვა..ხოდა , კაი ხნის წინ აღმოვაჩინე რომ მუსიკა და წერა მშველის ადამიანებზე მეტად…
დამრჩა ორი გამოცდა , ორი გადაცემა და წერილის მომზადება წერეთლის რექტორთან და ფაქტიურად უსაქმოდ ვრჩები.
ეხა დავწყობ ზაფხულის ა და ბ გეგმას:
ა) წავალ ბაღდათში,წავიღებ საკითხავებს და რაც სამი წელი ა რ წამიკითხავს ამოვქაჩავ, ვივლი მდინარეზე და გავირუჯები.
მერე კი თუ კი ვინმე იზრუნებს და ფინანსურად დამეხმარება ( არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება) წავალ ზღვაზე და გავერთობი მაგრად.
თუარადა აგვისტოს გავატარებ კოღოებიან და ამოხუთულ ქუთაისში.
გეგმა ბ)
მთელ ზაფხულს გავატარებ ქუთაისში და გავნადგურდები ჯერ ფიზიკურად და მერმე სულიერად
კომენტარები